მექსიკა ჯულიან ასანჟს პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს

მექსიკა მზადაა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭოს WikiLeaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟს, რომლის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციაზეc ბრიტანეთის სასამართლომ უარი თქვა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა გააკეთა.

“მე ვთხოვ საგარეო საქმეთა მინისტრს, გაატაროს აუცილებელი პროცედურები, რათა გაათავისუფლოს ბატონი ჯულიან ასანჟი, ხოლო მექსიკამ მისცეს მას პოლიტიკური თავშესაფარი. მან აღიარა, რომ იგი მოქმედებდა პოლიტიკური სისტემის წესებისა და ნორმების საწინააღმდეგოდ, მაგრამ იმ დროს ამ მოხსენებებმა აჩვენა, რომ მსოფლიო სისტემა ავტორიტარული კანონების შესაბამისად მოქმედებდა”, – თქვა ობრადორმა.

აღნიშნული განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ლონდონის სასამართლომ უარი თქვა აშშ-ში ასანჟის ექსტრადიციაზე. მოსამართლემ დაადგინა, რომ შეერთებულ შტატებში იზოლირებამ და პატიმრობამ, ასანჟი შესაძლოა თვითმკვლელობამდე მიიყვანოს.

ასანჟის დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის მიერ დაარსებულ პორტალ WikiLeaks-ზე გამოქვეყნდა ასიათასობით საიდუმლო დოკუმენტი, მათ შორის ვიდეოები ავღანეთიდან, ერაყიდან აშშ-ს ომების შესახებ, აგრეთვე 2010 და 2011 წლების დიპლომატიური კორესპონდენციის დიდი პაკეტი და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად