მექსიკა, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას პლაქვენილით იწყებს

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში დაიწყებს მალარიის სამკურნალო პრეპარატის ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილი) გამოყენებას 20 ათასი ადამიანის ამბულატორიული მკურნალობისთვის, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი.

“თუ ამ პრეპარატს გამოიყენებ ადრეულ სტადიაზე (კორონავირუსით გამოწვეული დაავადების), მაშინ ის დაეხმარება ადამიანს, მაგრამ თუ პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ან აქვს მაღალი სიცხე და ანთების აშკარა ნიშნები, მაშინ მისი გამოყენება საუკეთესო არჩევანად არ შეიძლება ჩაითვალოს.” – განაცხადა სალვადორ სუბირანის სამედიცინო მეცნიერებისა და კვების ეროვნული ინსტიტუტის ერთ-ერთმა ლიდერმა ხოსე სიფუენტეს ოსორიომ.

ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინფიცირებულები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მკურნალობდნენ თვითონ, მათ შორის არც ჰიდროქსიქლოროქსინის დახმარებით. ამ კვირის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქლოროქინის ეფექტურობა პაციენტებში, რომლებიც კორონავირუსით არიან ინფიცირებულნი, არ არის დადასტურებული.

მისი თქმით, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 28 თებერვლიდან მოყოლებული, მექსიკაში გამოვლენილია კორონავირუსული ინფექციის 59 567 შემთხვევა და 6 510 გარდაცვალება.

პანდემიის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით უკვე დაახლოებით 5.1 მილიონი ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 327 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად