მეფე ერეკლეს სახელობის თელავის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ პედაგოგს დაუდასტურდა

ტესტირების პასუხები დღეს გახდა ცნობილი. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

როგორც  „აიპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი დაწყებითი კლასის პედაგოგია.

სკოლამ სასწავლო პროცესი რამდენიმე დღის წინ შეაჩერა, ორშაბათიდან კი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

სკოლის ადმოისტარციის ცნობით, ყველა პირი, ვისაც ინფიცირებულებთან ჰქონდა კონტაქტი თვითიზოლაციაში იმყოფება, შენობაში კი სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

ჯამში, კახეთის რეგიონში covid-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული 150-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად