მეოთხედფინალამდე 3 დღით ადრე “ატლეტიკოს” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე 3 დღით ადრე მადრიდის “ატლეტიკოს” ორ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა.

ამის მიუხედავად, ჩემპიონთა ლიგის ხსენებული მატჩი არ გადაიდება. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში “ატლეტიკო” გერმანულ “ლაიფციგს” დაუპირისპირდება.

როგორც “მუნდო დეპორტივო” იუწყება, ინფიცირებულმა ფეხბურთელებმა კლუბს მათი ვინაობის გამხელის ნება დართეს. სპორტული მედია ასახელებს ფეხბურთელების გვარებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდა. Skysports-ის ცნობით, ესენი არიან ანხელ კორეა და შიმე ვრსალკო.

ამ დროისთვის ფეხბურთელები იზოლირებულები არიან. კლუბის ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს პორტუგალიაში გამგზავრებამდე განმეორებითი ტესირება ჩაუტარდა. შედეგები იგივე იყო. კლუბში კორონავირუსი სხვას აღარავის დაუდგინდა.

ანხელ კორეა კლუბის ძირითად შემადგენლობის ფეხბურთელია. ვრსალკო კი სათადარიგო სკამის ფეხბურთელად ითვლება. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალები 12 აგვისტოს განახლდება. ყველა მატჩი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება და შემდეგ ეტაპზე გამსვლელთა ვინაობა ერთ მატჩში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად