მენაღარიშვილი: რუსეთის აგრესიული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოზე პოლიტიკურ ზეწოლას

„ეს ერთმნიშვნელოვნად რუსეთის აგრესიული ქმედებების გაგრძელებაა“, – ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „აიპრესთან“ იმ ვითარებას, რაც ხდება გუგუტიანთ კარში.

„ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო ვაცხადებდით, რომ ბორდერიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოხტომები, ეს არის იმ აგრესიის გაგრძელება, რომელიც 2008 წელს დაიწყო რუსეთმა. ამ შემთხვევაში ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რატომ გაკეთდა ახლა ეს.

ცოტა ხნის წინ გაკეთდა განცხადება, რომელიც მთლად ოფიციალური არ ყოფილა, მაგრამ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ საქართველოში ფრენები დიდ ხანს უნდა იყოს შეზღუდული რუსეთის მხრიდან. ის განცხადება და ეს რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ერთი სცენარის მოქმედებები. საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის პროცესი. როდესაც ვფიქრობთ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მე მგონი ამის გათვალისწინებით უნდა გადაიდგას შესაბამის ნაბიჯები“, – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.

შეგახსენებთ, გუგუტიანთკარში რუსეთმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლა, შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთის ნაწილი და რამდენიმე სახლი მავთულხლართებს მიღმა რჩება.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად