მენაბდე: პროპორციულ ბარიერზე გადასვლა კარგი დასაწყისია მსჯელობისთვის

„პროპორციულ ბუნებრივ ბარიერზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და კარგი დასაწყისია ნებისმიერი მსჯელობისთვის, ამიტომ ჩვენი მოტივაციაა, ამ საფუძველზე დავაშენოთ სხვა კარგი შენობა “ – აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

მისი თქმით, საფუძველი რაზეც იწყება მსჯელობა, ძალიან კარგი.

„სწორედ ამის გამო ვმონაწილეობთ ამ ფორმატში, რომ ის ხარვეზები რომლებსაც ვხედავთ გავაცნოთ მონაწილეებს. მაგალითად ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გადავდეთ პროფესიულ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის პარლამენტი ძალიან მრავალფეროვანი იქნება. უმრავლესობა არ იქნება მყარი და ძალიან დიდი უმრავლესობა არ იქნება, ამიტომ ლეგიტიმაცია იქნება ძალიან მაღალი. მაგალითად მიგვაჩნია და მხარს ვუჭერთ სქესთა კვოტირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალებს უნდა მიეცეს ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის ინსტიტუციური გარანტიები და იდეალურ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს საარჩევნო სიაში. კვლევებიც აჩვენებს , რომ ეს არის ქართული პოლიტიკური აზრის და ქართველი ხალხის მოთხოვნა და ამდენად ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი იქნება – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.

ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ასევე, პროექტის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...