მენაბდე: მერაბიშვილი, რომელიც არაადამიანური სისტემის “ხერხემალი” იყო, უკვე “ახალ” პოლიტიკურ ლიდერად აქციეს

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლას ეხმაურება საია-ს იურისტი ვახუშტი მენაბდე.

როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. ადამიანი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო.

“მერაბიშვილი გამოვიდა. ჯერ გისოსის კარი არ გაჯახუნებულა და უკვე „ახალ“ პოლიტიკურ ლიდერად აქციეს. ადამიანი, რომელიც არაადამიანური სისტემის მთავარი სახე და „ხერხემალი“ იყო, დღეს სამართლიანობისთვის ბრძლოლის სიმბოლოდ სურთ წარმოაჩინონ.

წარმოუდგენაც ძნელია როგორ არ სცემენ პატივს ქართველ ხალხს ვინც ამას აკეთებს. ვანო მერაბიშვილი 2004-დან 2012 წლამდე შს მინისტრი იყო და მის სახელს უკავშირდება აქციების ყველაზე სასტიკი დარბევა, პოლიციური ტერორი, თვალთვალი და არაადამიანური ოპერაციები. და ამ ხალხს, ვინც ვანოს რეაბილიტაციაშია ჩართული, ვისაც აგერ ჩემს ფბ მეგობრებში ვხედავ, პრეტენზია აქვთ სამართლიანობის გაგებაზე, მისთვის ბრძოლაზე.

ქართული ოცნება და მასთან ერთად მთელი პოლიტიკური ელიტა მარტო იმიტომ უნდა განადგურდეს პოლიტიკურად, რომ ვანოს გამოსვლა მოვლენად იქცა”, – წერს ვახუშტი მენაბდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად