„მელიებმა” „არისტოკრატები” დაამარცხეს და გალიდერდნენ

ინგლისის პრემიერლიგაში პირველი წრის ბოლო შეხვედრები ტარდება

ლესტერში სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი „მელიები” „არისტოკრატებს” მასპინძლობდნენ.

შეხვედრის დაწყებიდან 6 წუთიც კი არ იყო გაული, როცა მასპინძელთა ნიგერიელმა ნახევარმცველმა უილფრედ ნდიდიმ ანგარიში გახსნა.

მალე მასპინძელთა შეტევის შემდეგ ჯეიმს მედისონის დარტყმული ბურთი „ჩელსის” კარის ზედა ძელს მოხვდა. ამის შემდეგ უკვე ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა გოლი აღარ ჩანდა.

38-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა და იმ წამსვე თავისი გადაწყვეტილების გადამოწმება მოინდომა. ვიდეოს ნახვის შემდეგ მსაჯმა პენალტი გააუქმა და ზედ საჯარიმოს ხაზიდან დანიშნა ჯარიმა.

„ჩელსის” მიერ დარტყმული საჯარიმო კარს აცდა, მასპინძლების მეკარის მიერ ბურთის თამაშში შეყვანის შემდეგ კი სტუმრების კარში მეორე გოლი ჯეიმს მედისონმა გაიტანა.

შეხვედრის მეორე ნახევარში „ჩელსიმ” ვერ შეძლო. „ლესტერმა” დამსახურებულად გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

ბოლო ოთხი შეხვდრიდან მესამე თამაში მოიგო და მდგომარეობა შედარებით გამოასწორა “არსენალმა”. ლონდონელებმა „ნიუკასლ იუნაიტედს” 3:0(0:0) მოუგეს და 19 თამაშიდან 27 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

ამ დროისთვის დასრულებულ კიდევ ერთ შეხვედრაში „ვესტ ჰემ იუნაიტედმა” „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” მოუგო – 2:1(1:0).

„ლესტერ სიტი” 19 თ→ 38 ქ

„მანჩესტერ იუნაიტედი” 18 თ → 37 ქ
„მანჩესტერ სიტი” 17 თ → 35 ქ
„ლივერპული” 18 თ → 34 ქ
„ტოტენჰემ ჰოტსპური” 18 თ → 33 ქ
„ევერტონი” 17 თ → 32 ქ
„ვეს ჰემ იუნაიტედი” 19 თ → 32 ქ
„ჩელსი” 19 თ → 29 ქ
„საუთჰემპტონი” 18 თ → 29 ქ
„არსენალი” 19 თ → 27 ქ
„ასტონ ვილა” 15 თ → 26 ქ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად