„მელიების” წევრებმა აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით „თავისუფლება ნიკა მელიას – თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” გამართეს (ფოტოკოლაჟი)

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოძრაობა „მელიების” წევრებმა აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით „თავისუფლება ნიკა მელიას – თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს” გამართეს.

სასამართლოს ეზოში შემოსვლამდე აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. მათი განცხადებით, ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან ის არის უკანანო პატიმარი.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ბრალდებული ნიკა მელია საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრებას შეძლებს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილს, 11:00 საათზე გადაინიშნა, რათა ბრალდებულმა დასწრება შეძლოს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...