მელიასა და ინაშვილს მანდატურებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიასა და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერს ირმა ინაშვილს მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს.

მანდატურების ჩარევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც და მასში სხვა დეპუტატებიც მონაწილეობდნენ. ინციდენტის დროს მანდატურებმა დეპუტატებს პარლამენტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

ინციდენტი ირმა ინაშვილის სიტყვის გამოსვლას მოჰყვა, რაც მას ნიკა მელიამ შეაწყვეტინა. მელიასთან ირმა ინაშვილი მივიდა და ქაღალდები შეაყარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად