მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე ჩატარებული კენჭისყრის შედეგები

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა, პარლამენტის პლენარულ სხდომას 92 დეპუტატი ესწრებოდა.

კენჭისყრის მონაცემების მიხედვით, კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 4 დეპუტატი, ხოლო სხდომას არ ესწრებოდნენ: დამოუკიდებელი დეპუტატები – 6; “ევროპული საქართველო” – 25; “ნაციონალური მოძრაობა”-7 “პატრიოტთა ალიანსი”- 6, ფრაქციის გარეშე დეპუტატები-16, “ქართული ოცნება”-3.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად