მელია: ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ორგანიზატორების მოუმზადებლობა და ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები

ზუგდუდის ინციდენტმა აჩვენა ორგანიზატორების მოუმზადებლობა და ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ Facebook-ში დაწერა.

“ზუგდიდთან დაკავშირებით…

ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში – რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდა
დარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდუდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა”, – წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ზუგდიდში “ნაცმოძრაობის” და “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” წარმომადგენლებმა პირბადეები, სამედიცინო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.  ინიციაატივა ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა
მიხედავად პოლიციელების ადგილზე ყოფნისა და მოწოდებისა, მოქალქეებს შორის დისტანცია არ იყო დაცული, რადგან ყველა ცდილობდა ზემოაღნიშნული ნივთები მიეღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად