მელია: ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული ბიძინა ივანიშვილი

“ირიბად დაადასტურა ივანიშვილმა, რომ უმოწყალოდ დარბევის და დაშლის ბრალება გასცა მან “,-ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისგანცხადებები.

” ჩვენ ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და სიმართლე ვთქვათ, შეშინებული ოლიგარქი, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით ცდილობს დარჩენილი თავისი მცირერიცხოვანი აქტივისტების გამხნევებას.

ივანიშვილი პირველად, საჯაროდ, დემონსტრაციულად გადაეფარა გახარიას, რითიც გაამართლა ჯალათი გახარიას მოქმედებები 20 ივნისს და ამავე დროს, ირიბად დაადასტურა ივანიშვილმა, რომ უმოწყალოდ დარბევის და დაშლის ბრალება გასცა მან და სადამსჯელო ოპერაციის ყველა ეტაპი იყო მასთან შეთანხმებული.”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად