მელია უმრავლესობას: მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მანქანა და რესტორნებში სიარული გაინტერესებთ

“ასე მიმართა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ მმართველ გუნდს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა.​

“შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, მოსულიყვნენ, იქ ესაუბრა ყველას და მთელ ქვეყანას გაეგო, რატომ დაიხვრიტა ბავშვი ლოგინში, მაგრამ არ გინდოდათ! იმიტომ არ გინდოდათ, რომ ივანიშვილს უწევთ ანგარიშს და გეშინიათ. მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მარტო მანქანა და რესტორნებში სიარული გაინტერესებთ უმეტეს თქვენგანს​.”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

“​თქვენთან საუბარი ამიერიდან არის შერაცხმყოფელი და პირობას გაძლევთ, რომ გავა წლები და თითოეულ თქვენგანს, ვინც აქ ესწრებოდით და ხმა არ მიეცით მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, წინ დაგხვდებათ. ძალიან ბევრი მოქალაქე ამას გაგახსენებთ იქნება ქუჩაში, იქნება მეზობელი, იქნება სხვა სამსახური, სადაც მოეწყობით. ეს ყბადაღებული თემა, რომ სინამდვილეში, თქვენ არ იცით რა ხდებოდა და ამიტომ არ გვინდა…შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, მოსულიყვნენ, იქ ესაუბრა ყველას და მთელ ქვეყანას გაეგო, რატომ დაიხვრიტა ბავშვი ლოგინში, მაგრამ არ გინდოდათ! იმიტომ არ გინდოდათ, რომ ივანიშვილს უწევთ ანგარიშს და გეშინიათ. მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მარტო მანქანა და რესტორენბში სიარული გაინტერესებთ უმეტეს თქვენგანს”- განაცხდა ნიკა მელიამ.

დადგენილების პროექტს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი მაშინ, როდესაც რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღებას 50 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვდა.

პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოხატა თავისი ნება.

“ჩვენ ამაზე გქონდა მსჯელობა, მათ შორის მაშინ, როდესაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება. საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ვიდრე სხვას მოუწოდებთ გამბედაობისკენ, თქვენ მოგიწოდებთ გონიერებისკენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...