მელია: წაიღებენ “რუსთავი 2”-ს?! თუ იბრძვი მის ადგილას “რუსთავი 4” ამოვა!

დამარცხდები?! – უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო”ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, სადაც “რუსთავი 2”-ის საქმეზე, სტრასბურის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.

“მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება – არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები?! – უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ?! – უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე!

წაიღებენ “რუსთავი2”-ს?! თუ იბრძვი მის ადგილას “რუსთავი4″ ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია.გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან!

ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება.”,-წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად