მელია: სუს-ში სპეცგანყოფილებაა, რომელიც საპატრიარქოსთან მუშაობს… მსგავს ინციდენტს წინა ხელისუფლების დროს ვერ ვიხსენებ

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ქართული ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელია ყველა პროცესში. პირდაპირ გეტყვით სუს-ში არის სპეციალური განყოფილება, რომელიც მუშაობს საპატრიარქოსთან და რომელსაც ჰქვია რელიგიური ექსტემიზმისა და სეპარატიზმის მიმართულება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტმა ირაკლი ოქრუაშვილის 2008 წლის ინტერვიუდან ამონარიდი გაიხსენა, სადაც პოლიტიკოსი საუბრობდა, რომ სასულიერო პირის პირადი ცხოვრება ჩაწერეს და პოლიტიკოსს კითხვით მიმართა – ახლა დაიწყო ხელისუფლების შეჭრა ეკლესიაში და არა მანამდე?  – რაზეც მელია ასე პასუხობს:

“მე ვსაუბრობ ფაქტებით და ვერ ვიხსენებ წინა ხელისუფლების დროს ეკლესიაში მსგავს ინციდენტს. დაწყებული მაღალი სასულიერო პირის დაჭერით და გაგრძელებული რაც ახლა ხდება. ხვალ და ზეგ რა იქნება, არავინ არ იცის. მჯერა იმისი, რომ მსგავსი რაღაცა არ იქნებოდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად