მელია: სიმართლის აღიარება არ სურს საპატრიარქოს, რადგან რატომღაც ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში, ნებისმიერი სახის შეკრება ვირუსის მასიურად გავრცელების თვალსაზრისით უდიდეს საფრთხეს შეიცავს.

მისი განცხადებით, სწორედ ამ სიმართლის აღიარება არ სურს საპატრიარქოს, რომელიც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს.

ნიკა მელიას შეფასებით, „ვიწრო ჯგუფის ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას და დიდი ხნით დაანგრევს ეკონომიკას“.

“შექმნილ ვითარებაში სიმართლე ერთია – ნებისმიერი სახის შეკრება შეიცავს ვირუსის მასიურად გავრცელების უდიდეს საფრთხეს.

ამ სიმართლეს პრინციპულად არ ამბობს ხელისუფლება.

ამ სიმართლის აღიარება არ სურს გავლენიან ინსტიტუტს – საპატრიარქოს, რადგან რატომღაც ხედავენ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს.

ამ სიმართლის თქმას გაურბის ოპოზიციის ნაწილი.

დიახ, ისინი ჩვენ სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან, ჩვენ კი ოღონდ მათ არ ვაწყენინოთ, დისკომფორტი არ შევუქმნათ, უარს ვამბობთ სიმართლის თქმაზე და საფრთხეში ვაგდებთ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას

სიმართლის გაგონება არ სურთ ვიწრო ჯგუფს, რომელთა ახირება სასაკლაოდ აქცევს ქვეყანას + დიდი ხნით დაანგრევს ეკონომიკას და ბევრი მაინც უბრალოდ ხმას არ ვიღებთ, ყველა ვერიდებით სიმართლის თქმას, გვერდზე ვწევთ, გვერდს ვუვლით, თვალს ვუხუჭავთ ჭეშმარიტებას და ისე გვინდა ვემსახუროთ ჭეშმარიტებას” -წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად