მელია: შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს

“შეიქმნება ახალი არხი, რომელიც ივანიშვილს საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“ -თან დაკავშირებული მოვლენების შესახებ წერს.

„პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტერი ვერ უზამდა ივანიშვილს იმას, რაც თვითონ უქნა თავის თავს. „რუსთავი 2“-ით ხდებოდა მათი მხილებაც, საზოგადოებაში პროტესტის ზრდაც, მაგრამ ამავდროულად, ამ უსამართლო ქვეყანაში, სადღაც რომ ასე მძლავრად ისმოდა სიმართლე, ეს ხალხს როგორღაც მაინც ამშვიდებდა. ახლა კი მან ამ განმუხტვის, ორთქლის გამოშვების შანსიც ჩაკლა და აუცილებლად აიხდის თავს ჩაიდანი და სწორედ მას დაფუფქავს. ამასობაში კი შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს“, – წერს ნიკა მელია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად