მელია: სალომე ზურაბიშვილი თავის “ქართულ ოცნებასთან” ერთად დამარცხდება

"დარწმუნებთ შემიძლია გითხრათ სალომე ზურაბიშვილი თავის "ქართულ ოცენებასთან" ერთად დამარცხდება, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  "აიპრესსთან" განაცხადა.

"  "ქართულმა ოცნებამ" ეგ გადაწყვეტილება დიდი ხანია მიიღო. შესაბამისად დიახაც, ეს არჩევნები იქნება  ნამდვილი რეფერენდუმი, გაცდა არჩევნების მნიშვნელობას.  ეს არ იქნება უბრალო საპრეზიდენტო არჩევნები, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს შემდეგი საკითხი, უკეთესი ხვალინდელი საქართველო თუ უკუსვლა და რეგრესი. 

მე დარწმუებული ვარ, რომ ქართველი ხალხი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გააკეთებს ძალიან სწორ არჩევნას და შეცდომაში არავინ არ შევა. ვერცერთი მაღალი თანამდებობის პირი "ქართული ოცნებიდან" ვერავის ვერ დააჯერებს, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის  დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს არის  უკვე ხელისგულზე დადებული ფაქტი. ჯერი არის საზოგადოებაზე ,მათ აქტივობაზე. მაქსიმალური მობილიზება უნდა მოვახდნოთ საარჩევნო უბნებზე . ასეთ შემთხვევაში დარწმუნებთ შემიძლია გითხრათ სალომე ზურაბიშვილი თავის "ქართულ ოცენებასთან" ერთად დამარცხდება, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორ უნდა შევაფასო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, როდესაც  მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არ არსებობს პრეცენდენტი, როდესაც მმართველი  ძალა ვერ ბედავს საკუთარი კანდიდატის წამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნებზე . რატომ?!  ვინაიდან ეს ხელისუფლება არის პოლიტიკურად გაბანკროტებული , შესაბამისად მათ უბრალოდ არ ჰქონდათ კარგი არჩევანი",-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, "ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...