მელია სააკაშვილის დანიშვნაზე: ამ ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი ფასი საკუთარ, საერთო წარმატებად უნდა მივიჩნიოთ

“თუკი, გუშინდელ დღის მოვლენას შვაფასებთ და დავინახავთ მომავლის გადმოსახედიდან, ჩვენ უკვე დღესვე არ გავიჭირდება დავადგინოთ და დავრწმუნდეთ ორ რამეში: ამ ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი ფასი და და საკუთარ საერთო წარმატებად მივიჩნიოთ.”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, უკრაინის ხელისუფლებაში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა.

მისი თქმით, ცხოვრებაში არის დღეები და მოვლენები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ერთნაირ გრძნობას აღუძრავს –  სიამაყის, თანადგომის, მხარდაჭერის, გულშემატკივრობის, ურთიერთპატივისცემის და თუნდაც სოლიდარობის.

“თუმცა, ასევე, ცხოვრებაში არის დღეები, როდესაც შეფასებებში და არცთუ ისე იშვიათად, ჩვენ ვართ გადაჭარბებულები, ამ გადაჭარბებით ვაფასებთ ამა თუ იმ ცალკე აღებულ მოვლენას, ან პიროვნებას. ახლა, როდესაც ვდგავარ თქვენს წინაშე, როგორც არასდროს, არ ვარ და არ ვსაუბრობ გადაჭარბებულად. განა, გადაჭარბებულად ნათქვამი იქბება, თუ კი ვიტყვი, რომ გუშინ, უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო ერთი რიგითი, მორიგი, ან კალენდარული დღე? არამედ, პირიქით, გუშნდელი დღე იყო ძალიან მასშტაბური, ისტორიული მნიშვნელობის დღე თავისი მიღებული გადაწყვეტილებით” -განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, როგორც არასოდეს, გუშინ საფუძველი ჩაეყარა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს, 45 მილიონიანი უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდრის, კეთილდღეობის  გზაზე და მეტიც – დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტად გაღმავებასა და განმტკიცებას.

“როგორც არასოდეს, გუშინ საფუძველი ჩაეყარა ერთი მხრივ,  საქართველოს მეგობარი სახელმწიფოს, 45 მილიონიანი უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდრის, კეთილდღეობის  გზაზე და მეტიც – დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო მეტად გაღმავებასა და განმტკიცებას. მეორე მხრივ, ორ სახელმწიფოში ცალკე აღებულ უფრო მეტ პროგრესს მაგრამ ეს არ არის ცალკე აღებული რომელიმე ჯგუფის წარმატება. დიახ, გუშინდელი დღე უკვე შეიძლება შეფასდეს და დანახული იქნას მომავლის გადმოსახედიდან. თუკი ჩვენ გუშინდელ დღეს, მოვლენას შევაფასებთ და დავინახავთ მომავლის გადმოსახედიდან, ჩვენ უკვე დღესვე არ გავიჭირდება დავადგინოთ და დავრწმუნდეთ ორ რამეში: ამ ისტორიული მოვლენის ჭეშმარიტი ფასი და  საკუთარ საერთო წარმატებად მივიჩნიოთ” -განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად