მელია: რომ არა საერთაშორისო საზოგადოება, მე ციხეში ვიქნებოდი და ოდიშარია ყარაჩოღელივით შეალაჯებდა პარლამენტში!

“რომ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, მე დღეს ციხეში ვიქნებოდი და ეგ ყარაჩოღელივით შეალაჯებდა პარლამენტში!”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსეში წერს.

“აქამდე ვერ მოვიცალე რომ პასუხი გამეცა ფეხბურთელ-დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილისთვის, რომელიც თურმე სამარცხვინოდ მიიჩნევს ჩემს საქციელს – როგორ ვაკადრე კამერების წინ ბექა ოდიშარიას პასუხის მოთხოვნა, მით უმეტეს თუ მას ბავშვობიდან ვიცნობ.

იქიდან გამომდინარე რომ არც ერთი უსირცხვილო განცხადება არ მინდა დავტოვო პასუხის გარეშე, მინდა პასუხი გავცე ვაჟბატონ ყაველაშვილს.

უკაცრავად და რა მორალური კოდექსი გაქვთ?

პასუხი რომ მოვთხოვე მას, ციხისთვის როგორ გამიმეტე – მეთქი, ესაა სამარცხვონო და ის საარაკო და საამაყოა, ეგ რომ 8 საათი მასამართლებდა თავისნაირ უსირცხვილოებთან ერთად, სწორედ კამერების წინ – მთელი ქვეყნის თვალწინ ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე?

რომ არა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა, მე დღეს ციხეში ვიქნებოდი და ეგ ყარაჩოღელივით შეალაჯებდა პარლამენტში! Mikheil Kavelashvili”,-წერს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად