მელია: რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს შეგნებულად არ მივედი რუსთაველზე

რა უნდა გაგვეკეთებინა, როცა ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?! მეორე დღეს შეგნებულად არ მივედი რუსთაველზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “რეაქციაში” განაცხადა.

მისი თქმით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი იქ მისვლით სისხლი დაიღვრებოდა.

“მე არ ვიყავი თბილისში და რომც ვყოფილიყავი, რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც დილის 10 საათზე კარვების დარბევა და ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს?!

მეორე დღეს დიახაც ვიყავი თბილისში და შეგნებულად არ ჩავედი რუსთაველის გამზირზე. ეს იყო ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, რომ მე იქ არ ვყოფილიყავი. იმიტომ, რომ მე მქონდა ინფორმაცია. ისევე როგორც სხვადასხვა შემთხვევებში ჟონავს ინფორმაცია. როგორც ჩვენგან ჟონავს მათგანაც ჟონავს. ჩემი იქ ჩასვლა, ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. ეჭვი არ მეპარება, რომ იქ დაიღვრებოდა სისხლი, თანაც ისე, რომ ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ “ქართულ ოცნებას” მე გამოვეყვანე. ის კორდონი მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი ამას “ოცნება” ჩათვლიდა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...