მელია: “ოცნებას” პოლიტიკოსი ლიდერი არ ჰყავს, ისინი ივანიშვილის საინფორმაცო გამოშვების წამყვანები არიან

ამის შესახებ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელია გადაცემა “პირისპირ” განაცხადა. 

“ქართული ოცნების” ყველა მოლაპარაკე თავი, ანუ ლიდერი, ისინი სინამდვილეში არანაირ პოლიტიკოსებს არ წარმოადგენენ, არიან უბრალოდ… ჩავთვალოთ საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. ნებისმიერი “ქართული ოცნების” ლიდერი ვინც ლაპარაკობს, ისინი როგორც პოლიტიკოსები კი არ საუბრობენ… საინფორმაციო გამოშვების წამყვანს კი არ ვაკნინებ, პირიქით, მაგრამ… აი, თქვენ ხართ, თქვენი კოლეგები, ისინი ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ – ესენი მხოლოდ ერთი -ორი კაცი, პარტიაში რასაც იტყვიოს, იმ ამბებს უბრალოდ ასაჯაროებენ, გამოაქვთ, დადგებიან მედიასთან და საუბრობენ ამაზე. ​მიჰყავთ ბიძინა ივანიშვილის საინფორმაციო გამოშვება.

ისინი არ არინ თვითმყოფადები. აი, სად იჩინა უარყოფითად ბიძინა ივანიშვილის იმ შექმნილმა ვითარება თავის გუნდში… სადაც თავიდანვე იყო, სადაც დაკომპლექტებული იყო გუნდი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დაცლილი იყო პოლიტიკური კაპიტალისგან. აი ახლა ხომ ჩანს თვალნათლივ… პოლიტიკოსი აღარ შერჩათ.

ქალბატონი ენძელა მაჭავარიანი, ქალბატონი გუგული მაღრაძე, ანრი ოხანაშვილი, აკაკი ზოიძე, ესენი პოლიტიკოსები არ არიან. ისინი ივანიშვილის გამარჯვების ტალღით შემოსულების არიან პოლიტიკაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად