მელია ოქრუაშვილის პატიმრობაზე: მორჩა! გათავდა! ივანიშვილი ქვეყანას ხუფავს

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ ვიდემიმართვაში განაცხადა.

“თბილისში მდებარე ერთ-ერთ შენობაში, დიახ, დიღომში მდებარე ერთ-ერთ შენობაშ ადამიანი არაფრის გამო დააპატიმრეს და გაუშვეს პატიმრობაში. ირაკლი ოქრუაშვილს ვგულისხმობ. საერთოდ არაფრის გამო ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. რატომ? არვინ იცის!

აი, ჩვენი ოჯახი წევრი, სახლში ხახვს რომ ჭრიდეს და ამის გამო დააკავონ, ზუსტად ამის გამო დააკავეს ადამიანი, რომლის გარშემო მტკიცებულება არ არსებობს. 2 რაღაც მტკიცებულება, ერთი სადაც აქციაზე დგას და მეორე კადრი, რაც მტკიცებულება არ არის, კომენტარს აძლევს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, და ამის გამო დააკავეს ორი დღის წინ, რაც უკანონობა იყო, მერე კი დააპატიმრეს. მანამდე ამ ყველაფერს წინ უძღოდა ოქრუაშვილის უახლოესი მეგობრის და ოჯახის წევრისთვის 1963 წელს გამოშვებული “მაკაროვის” ჩადება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში.

ვინმე თუ არის, ვისაც სჯერა მართლმსაჯულებაა ამოქოქილი და სასამართლო სასამართლო და პროკურორი პროკურორია. მორჩა, გათავდა, ივანიშვილი ქვეყანას ხუფავს.

ივანიშვილმა გადაწყვიტა, რაც ირაკლი ოქრუაშვილი საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა, ისაუბრა და ისაუბრა და უამრავ დანაშაულებივ საქმეში ამხილა ბიძინა ივანიშვილი” – განაცხადა ნიკა მელიამ ვიდეომიმართვაში, რომელსაც სოციალური ქსელით ავრცელებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა, 20 – 21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ  “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას  20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.  ასევე,  თბილსის სააპელაციაო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტონული სამაჯურის ტარება დაევალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად