მელია: ნუკრი ქანთარიამ 90-იან წლებში რეჟისორ ვარსიმაშვილს დანა ჩაარტყა ზურგში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ 90-იან წლებში, ერთ-ერთ შეხვედრაზე, სადაც თეატრების საკითხს განიხილავდნენ, რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი დანით ზურგში დაჭრა.

„ნუკრი ქანთარია ჰყავთ ადამიანი, რომელიც ავტომატით დასდევდა ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს. ნუკრი ქანთარიას, რომელსაც რეჟისორი ავთო ვარსმაშვილი დანით ჰყავს დაჭრილი, ახლა ცდილობს, მორალური კატეგორიებით მესაუბროს.
სხდომაზე, სადაც თეატრების გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ, 2 მხარე იყო, ერთი ემხრობოდა, მეორე არა, ნუკრი ქანთარია ადგა და დანა ჩაარტყა ზურგში რეჟისორ ვარსიმაშვილს. ეს იყო 1994 თუ 1995 წელი. სხდომას კულტურის მინისტრიც ესწრებოდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ „პირველის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად