მელია: “ნაცმოძრაობისა” და ჩემს შორის განხეთქილებას ვერც ოპოზიციაში მოესწრებიან და ვერც “ოცნებაში”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა, პირველ რიგში თუ ვინმე განიხილავდა მე თვითონ განვიხილავდი.

სანდრა რულოვსს ჰქონდა სურვილი კენჭი ეყარა ზუგდიდში, რომელთანაც მას მჭიდრო კავშირი აქვს. იგი წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მუშაობდა ამ რეგიონში. განსაკუთრებით ზუგდიდის რეგიონში.

პირველი, ვინც მხარი დაუჭირა ვიყავი მე. შეძლებისდაგვარად ვიყავი ჩართული სანდრა რულოვსის საარჩევნო კამპანიაში.

ამ პროცესმა დამანახა დაუოკებელი სურვილი “ქართულ ოცნებაში”, იქნებ ისეთი რაღაც მოხდეს სააკაშვილსა და მელიას შორის და “ნაციონალურ მოძრაობაში” მოხდეს განხეთქილებაო. სხვათაშორის, არამარტო სახელისუფლებო ორბიტაზე დავინახე ეს სურვილები… ამას ვერც სახელისუფლებო ორბიტაზე მოესწრებიან რიგი პოლიტიკოსები და რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩემთვის, ვერც ოპოზიციურ ფლანგზე მოესწრება რიგი ადამიანები. დღეს ღალატია ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც გამოიწვევს განხეთქილებას”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. “ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 54, 18% (30 470 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს 42, 84%-მა (24 095 ხმა) ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...