მელია: “ნაცმოძრაობას” 2012 წელამდე კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული, მაგრამ ვერ წააგო არჩევნები?

ციხის კადრების გარეშეც “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს არჩევნებს წააგებდა – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია “ტვ პირველთან” საუბრისას აცხადებს.

“რა ეტობოდა “ნაციონალურ მოძრაობას” 2012 წლამდე, რომ არჩევნებში წაგებას აპირებდა, არანაირი ეჭვი არ ეპარებოდა და კუდი ყავარზე ჰქონდა გადებული, ეგონათ რომ მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში იქნებოდნენ.

ნაწილ მათგანს გაუმართლა და დღესაც არიან ხელისუფლებაში, ოღონდ სხვა გუნდიდან. და ვერ წააგო “ნაციონალურმა მოძრაობამ”? ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ახლაა ხელისუფლება.

ციხის კადრების გარეშეც “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს წააგებდა. დამიანის უფლებები იყო მაშინ მთავარი რის გამოც წააგო, მაგრამ ახლა სად გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა? გაუმჯობესებულია თუ პირიქით? რა თქმა უნდა, გაუარესებული!”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად