მელია მმართველ გუნდზე: გამოდიან და საარაკო ტყუილებით ცდილობენ დღე გადააგორონ

” ესენი თავისით არ ლაპარაკობენ, რაღაც მესიჯბოქს უწევს ვიღაც”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს მოსახლეობაში უწინდელი ნდობა.

“2016 წელს, როდესაც მოსახლეობის მხრიდან „ქართული ოცნებისადმი“ ჯერ კიდევ იყო დიდი ნდობა, 47% მაშინ ვერ აიღეს. 4 წლის შემდეგ ეს ადამიანები გამოდიან და ასეთი საარაკო ტყუილებით ცდილობენ, რომ დღე გადააგორონ. მე კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, რომ თითქოს პოლიტიკოსების განცხადებებზე გავაკეთო განცხადება. ესენი თავისით არ ლაპარაკობენ, რაღაც მესიჯბოქს უწევს ვიღაც“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად