მელია: მმართველ გუნდს სურდა, ყველას მის ყალბ რეალობაში ეცხოვრა

“მათ ყველა ნიღაბი ჩამოუცვივდათ, როგორც შემოდგომას ფოთლები ცვივა ხეს”,-ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ „პოლიტიკის ფორმულა“-ში განაცხადა.

მელიას თქმით, მმართველ გუნდს ყალბი რეალობა აქვს და უნდა ყველა ამ რეალობაში აცხოვროს.

“მმართველ გუნდს თავიანთი ყალბი რეალობა აქვს, სადაც უნდოდათ, რომ ყველას ამ ყალბ რეალობაში ეცხოვრა. მათ შორის რა თქმა უნდათ საერთაშორისო მოკავშირეებსაც, მაგრამ ყავლი გაუვიდათ. ყველამ გაიგო. 20 ივნისის შემდეგ განსაკუთრებით, რაც მოხდა “ქართული ოცნების” თავს რა ზიანიც მათ მიიღეს, იყო რა?! მათ ყველა ნიღაბი ჩამოუცვივდათ, როგორც შემოდგომას ფოთლები ცვივა ხეს. პოლიტიკურად გაშიშვლდნენ”-ამბობს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად