მელია “ლელოს” ინიციატივაზე: 2 ოქტომბრამდე ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად ენმ-ის არცერთ დეპუტატს არ სცალია

2 ოქტომბრამდე ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად ენმ-ის არცერთ დეპუტატს არ სცალია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

„2 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება. მანამდე ველზე სამუშაო ძალიან ბევრია. ორი ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩაინიშნება ახალი არჩევნები და აუცილებლად ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, იქ ნამდვილად უნდა გაიმართოს ყველა დისკუსია, შეიქმნას შესაბამისი საგამოძიებო კომისიები, თუ საჭირო იქნება და ა.შ. 2

ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთ დეპუტატს ბიძინა ივანიშვილის თავყრილობაში მონაწილეობის მისაღებად არ სცალია. უმრავლესობა მათგანი არის კანდიდატი, რაიონებში ველად არიან გასულები და თითოეული დღე არის საჩუქარი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ეს ადამიანები აქტიურ მუშაობას მოწყდნენ, თბილისში ჩამოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ. 2 ოქტომბერს გადაწყდება ყველაფერი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსებთ, “ლელო” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და საკანონმდებლო ორგანოში სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის დაბარებას ითხოვს.

კომენტარები
იტვირთება...