მელია კირკიტაძის გათავისუფლებაზე: კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა

“კარგია რომ ხელისუფლება გატყდა”,-ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დავით კირკიტაძის საქმესა და მის გათავისუფლებას “კურიერთან”.

“პირველივე დღიდან ვსაუბრობდით,რომ როგორც მინიმუმ სასჯელი იყო დისპროპორციული. წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ყოფილიყო, ამავე საქმეზე სხვა ადამიანიც იყო დაკავებული ,რომელიც ორ დღეში გაათავისუფლეს. მაგრამ კირკიტაძე ჩასვეს, ჩასვეს იმიტომ რომ იცოდნენ კირკიტაძის პოლიტიკური ფასი.”,-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებასაც და მოწოდებს სანამ რამეს იტყვის ენას კბილი დააჭიროს.

“არ გრცხვენია?- მდინარაძეს მივმართავ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით არის ის, რომ თქვენ ხართ მსახური ერთი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც არაფრად მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუცია, საერთოდ წესი და რიგი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დისპროპორციულია სასჯელი, კირკიტაძე არ უნდა გყავდეს ციხეში ჯაჭვით რომ სცემს მოქმედ სპორტსმენს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ტატამზე და გირაოთი უშვებ. ენას კბილი დააჭირეთ, სანამ რამეს იტყოდით“-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის პროცესი დასრულდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, კირკიტაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას 2 წლის ვადით პირობითი სასჯელი შეეფარდა.

ამასთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, უერთდებიან თუ არა კირკიტაძის ბოდიშს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...