მელია: ხელისუფლებაში მყოფი თანამდებობის პირები ზრუნავენ, 300 ათასიანი მაჯის საათი უკეთიათ თუ არ უკეთიათ

“ერთადერთი, რაც გააკეთა მილარდერის ხელისუფლებამ, ეს არის მხოლოდ, მშრელი დაპირების გაცემა, რომელიც 2 მილიონ 700 ათასი საქართველოს მოქალაქეს არც შეეხო. დღეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი, უალტერნატივო და უპირობო, რომ ამ ადამიანებს შევეხიდოთ, რომლებიც არ ცხოვრობენ. ეს ცხოვრება არ არის, ეს არის ჯერ კიდევ არსებობა და ფიზიკური შესაძლებლობა, რომ ოთხაიდან ოთახში გავიდნენ, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირისა და საყოფაცხოვრებო პრობლემების ამსახველი ვიდეო-კოლაჟი წარმოადგინა.

ნიკა მელიას განცხადებით, 2020 წელს ქვეყანაში ხალხს, თანაც ასე არ უნდა უჭირდეს და  მითუმეტეს, არ უნდა უჭირდეს,  თუ გავითვალისწინებთ  მილიარდერის ხელისუფლებას.

“ეს არის ის ქვეყანა, სადაც ჩვენს მშობლებთან, შვილებთან, ბებია-ბაბუებთან ერთად და ლეგიტიმური კითხვა ხომ უნდა დავუსვათ მილიარდერს და მის ხელისუფლებას, რაზე ზრუნავენ უკანსაკნელ წლებში და განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, როცა კრიზისი მძვინვარებს, თუ არა ასეთ ადამიანებზე. მე  მაქვს ჩემი პოზიცია ჩამოყალიბებული და ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი მეთანხმება და ვიტყვი პირდაპირ, რაზე ზრუნავენ ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ეს ადამიანები ზრუნავენ, ეყოლებათ თუ არა, ძვირადღირებული შავი ჯიპები, რომელშიც სხედან გამოჯგიმულები. ეს ადამიანები ზრუნავენ იმაზე,  ხელისუფლებაში თანამდებობის პირები 300 ათასიანი მაჯის საათი უკეთიათ თუ არ უკეთიათ. ჩემი ღრწმა რწმენით, ეს ადამიანები ზრუნავენ იმაზე, ძვირადღირებულ სასახლეებს ააშენებენ თუ არა და თუ ააშენებენ, მერე პრობლემა იცით რა აქვთ და რაზე დარდობენ? იმ სახლს აუზი ექნება თუ არ ექნება. ამ ადამიანებს უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში ახლის კარები მოვუკეტეთ და ვუთხარით, “სახლებში დარჩით” და რეგიება -0. სახელმწიფოს არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისათვის, რომ შვება მაინც მოჰგვაროს ამ ხალხს. ერთადერთი, რაც გააკეთა მილარდერის ხელისუფლებამ, ეს არის მხოლოდ, მშრელი დაპირების გაცემა, რომელიც 2 მილიონ 700 ათასი საქართველოს მოქალაქეს არც შეეხო” – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად