მელია: კალაძემ არ იწამა ბიძინას ექვთიმეობა და პანიკაში მყოფმა “ექვთიმემ” გადაწყვიტა დაესაჯა კარვების დამდგმელები და კალაძე

31 დეკემბერს, როცა მტრებიც კი წყვეტენ სროლას და მტრობას, ექვთიმიზებულმა ივანიშვილმა ათი კაცი დაიჭირა შვილმოკლული მამის კარვის აღებისას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია Facebook-ში წერს:

“კარვების აღებაც და ამ სიმახინჯის პარლამენტის წინ დადგმაც პირადად ივანიშვილის ბრძანებით მოხდა. ეს რომ მხოლოდ კალაძის ინიციატივა ყოფილიყო, აქ იმ თავის საამაყო ნაძვის ხეს გამოგვიჭიმავდა, რომელშიც მილიონები გადაყარა.

რეალურად, საქმე ძალზედ მარტივადაა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში სტუმრობისას, ექვთიმედ კორონაციის შემდეგ, უკვე გამოექვთიმებულ ბიძინას არ მოეწონა კარვები პარლამენტის წინ.

ამას დაემატა ის რომ კალაძემ გუშინ საჯარო კომენტარებში არ აღიარა ატროშანი – არ იწამა მისი ექვთიმობა და პანიკაში მყოფმა „ექვთიმემაც“ გაადაწყვიტა ერთად დაეჭირა ორი კურდღელი – დაესაჯა ვინც კარვები დადგა მის წინააღდეგ და მათთან ერთად კალაძეც.

გასცა ბრძანება და კალაძეც საიდანღა მოიტანდა ასე უცებ სხვა რამეს, თუ არა გონიო-შეკვეთილიდან ამ გასაბერ ზაფხულის აკვაპარკის იდიოტობებს?” – წერს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად