მელია: ივანიშვილს რომ გაეღო შემოსავლების ერთი მესამედი Covid19-ს გავრცელების შესაჩერებლად, მადლობას გადავუხდიდით

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთო ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

“საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც თავის რიგებში ოფიციალურად ჰყავს 28 მილიონერი, სოლიდარობის ნიშნად თმობს მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს….

ცოტა ცუდი საყურებელია, როგორ პოპულისტობს მმართველი პარტია და თან როგორ ცდილობს იაფად გამოძვრეს!

აი, მათ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს რომ გაეღო თავისი შემოსავლების ერთი მესამედი მაინც კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მართლაც საქმე იქნებოდა და მერწმუნეთ, გადაბრუნებული სიტყვა არავის დასცდებოდა და ყველა მადლობას გადავუხდიდით” – წერს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად