მელია: ივანიშვილმა მაჟორტარები ააბუნტა, მაგრამ ეს საცირკო სცენა საერთაშორისო პარტნიორებმა არ დაუჯერეს (ვიდეო)

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა:

“ივანიშვილი ასე გამოვიდოდა პირდაპირ ეთერში და უკან წაიღებდა საკუთარ ინიციატივას, ისევე როგორც ვითომ გასცა. იცოდა ძალიან კარგად, რომ ასეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით და პარლამენტში მაჟორიტარების აბუნტებითა და საცირკო წარმოდგენების სცენით, რომ აი მე კი მინდა, მაგრამ მათ არ უნდათ. ამაში არავინ არ დაუჯერა, არცერთმა საერთაშორისო პარტნიორმა, არცერთი საელჩოს წარმომადგენელმა ჩვენს ქვეყანაში არ დაუჯერა. არც ხალხმა დაუჯერა და ქართული ოცნების მხარდაჭერთა ნაწილმაც არ დაუჯერა. კახა კალაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ქართული ოცნების მხარდამჭერების შეგულიანება. იმიტომ, რომ თავად ქართული ოცნების, საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა მიმდინარეობს და გასაგებია მათ მხარდამჭერებში რაც ხდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად