მელია: იმედია “ოცნება” თვალთმაქცობის ხასიათზე არ იყო და ყველაფერი ასახეს კანონპროექტში

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, თუ პოლიტპატიმრების საკითხი არ მოგვარდება, და ისინი არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია შეთანხმებას შესრულებულად არ ჩათვლის და სამომავლო მოლაპარაკებებზე უარს იტყვის.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ იმედი გამოთქვა, რომ მმართველი გუნდი დანაპირებს უკან არ წაიღებს.

“იმედია ყველა პუნქტი, რომელიც იქნა მიღწეული ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, იქნება შესრულებული მისხალ-მისხალ. დოკუმენტი ამ წუთისთვის არ მინახავს, რომელიც არის ინიცირებული. იმედი მაქვს “ქართული ოცნება” თვალთმაქცობის ხასიათზე არ იყო და ყველაფერი ის, რაც იყო შეთანხმებული, არის ასახული დოკუმენტში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად