მელია: გული იმაზე დამწყდება, რომ როცა ხალხი ივანიშვილს პოლიტიკურ “პანჩურს” ამოარტყამს ციხეში ვიქნები

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პროკუარტურის მიერ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

“ძალიან სამწუხაროა, როცა ღალატისთვის დაგიჭერენ და დადასტურებულად დაგიმტკიცებენ, რომ მოღალატე ხარ, ძალიან არასასიამოვნოა, როცა კორუფციულ სქემაში ხარ გახვეული, დაგიმტკიცებენ და დაგიჭერენ, არასასიამოვნოა, როცა მკვლელობისთვის დაგიჭერენ, ან ნარკორეალიზაციისთვის. ამას მტერს არ ვუსურვებ, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, პატივია, როცა გავრილოვს, ივანიშვილს და გახარიას ებრძვი და რაღაც ეტაპი იქ ვერ იყო, სადაც გულით და სულით გინდა.

თუ რამეზე გული შეიძლება დამწყდეს, თუ ეს უნდა ივანიშვილს, არის ის, რომ სწორ დროს, სწორ წუთებში იქ არ ვიქნები, როდესაც ხალხი პოლიტიკურ “პანჩურს” ამოარტყამს ივანიშვილს, და ვიქნები ციხეში გამოკეტილი”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...