მელია გიორგი გახარიაზე: ენას კბილი უნდა დააჭიროს, არ არის იმ პოზიციაში, რომ ვინმეს დაემუქროს!

“გიორგი გახარიამ ენას კბილი უნდა დააჭიროს”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენც ვემუქრებით გიორგი გახარიას, იგივე განმეორდება. გიორგი გახარიამ ენას კბილი უნდა დააჭიროს, ის არ არის იმ პოზიციაში, რომ ვინმეს დაემუქროს და ძალიან კარგად უნდა გაიგოს, ის არის ადამიანი, რომელმაც უმანკო სისხლი დაღვარა რუსთაველზე, თვალები ამოთხარა ხალხს და ამოუგლიჯა ხორცი ადამიანებს, როგორ ბედავს საერთოდ რამის თქმას,” – განაცხადა ნიკა მელიამ

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ 18 ნომებრის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს​.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად