მელია: ენძელასა მაჭავარიანსაც დაუჭერდა “ოცნება” მხარს, თუ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ივანიშვილი წარადგენდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ლილუაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი ერთგულების ნიშნით აარჩიეს.

“ბატონი ლილუაშვილი დგება ივანიშვილის მოსამსახურეთა რიგებში, უკვე კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის რანგიდან. ერთადერთი ნიშნით ინიშნება ეს ადამიანი, ერთგულების ნიშნით ივანიშვილისადმი და არა იმიტომ, რომ მან უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა, მას მხარს დაუჭერენ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კანდიდატს. თუნდაც, ქალბატონი ენძელა მაჭავარიანის კანდიდატურა, რომ წაეყენებინა სუს-ის ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე ბატონ ივანიშვილს, მასაც აუცილებლად დაუჭერდნენ მხარს,”- განაცხადა ნიკა მელიამ “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად