მელია: ძიძიგურს ეკლიანი პოლიტიკური გზა აქვს გამოვლილი და ნანახი აქვს ფილმი – რა მოხდება “ოცნებაში”

ძიძიგურს ეკლიანი პოლიტიკური გზა აქვს გამოვლილი და ნანახი აქვს ფილმი – რა მოხდება “ოცნებაში”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“გვინდა თუ არ გვინდა, მომწონს მე თუ არ მომწონს, ზვიად ძიძიგური პოლიტიკოსია. გამოვლილი აქვს ძალიან რთული, ეკლიანი პოლიტიკური გზა. მან ყველაფერი კარგად იცის, რა მოხდება ქართულ ოცნებაში. მას ნანახი აქვს ეს ფილმი. დამარცხდება ბიძინა, აუცილებლად მოუწევს დათმობაზე წამოსვლა და ეს დათმობა მისთვის იქნება პოლიტიკური ტრაგედია. რაც უფრო ბევრი დღე დარჩება და რაც უფრო დიდხანს იქნება ხელისუფლებაში, უფრო მალე დაასრულებს, რაც არ უნდა პარადოქსალურად ჟღერდეს ეს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად