მელია: დიალოგს დავთანხმდები, თუ ოქრუაშვილის ან უგულავას საკანში გაიმართება და ელჩებიც მოვლენ

დიალოგს დავთანხმდები, თუ ოქრუაშვილის ან უგულავას საკანში გაიმართება და ელჩებიც მოვლენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“მე არ მისაუბრია ჩემ კოლეგებთან, მაგრამ დიალოგს მე დავთანხმდებოდი ერთადერთ შემთხვევაში – მთელმა საზოგადოებამ რომ კარგად დაინახოს, ამ შეხვედრას დავთანხმდებოდი ან ირაკლი ოქრუაშვილის საგანში, ან გიგი უგულავას საკანში გაიმართოს. იქ მოვიდნენ ელჩებიც.

გიგი უგულავაზე კიდევ ვისაუბრებთ და მთელი თავისუფალი სამყაროც ილაპარაკებს, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილიც არ მინდა რომ დავივიწყოთ. მინდა ვკითხო საზოგადოებას – რის გამო ზის ირაკლი ოქრუაშვილი? ერთი მტკიცებულება თუ მაინც არსებობს? უბრალოდ არ არსებობს. აი ახლა თქვენ ან თქვენი ოპერატორი რომ გაგასახლონ და “მატროსოვის” ციხეში შეასახლონ, იგივე ხდება ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებითაც”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად