მელია: 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ივანიშვილის დავალებით იმუნიტეტს მომიხსნიდნენ

“ამ გადაწყვეტილებას ველოდებოდი. სიმართლე გითხრათ 100%-ით დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მოხდებოდა”, – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ მისთვის პარლამენტის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. 

“მას შემდეგ რაც ეს საქმე ამოქექა ხელისუფლებამ ივანიშვილის დავალებით, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დეპუტაცია, ვინც კი შემორჩა ქართულ ოცნებას იმას გააკეთებდნენ, რასაც ეტყოდნენ. ეს საქმე ჩემდა გასაკვირად 7 წელიწადი თაროზე იყო შემოდებული. 2012 წლის ნოემბერში აღიძრა ეს საქმე და 35 თუ 36 პირს ერთდროულად წარგვიდგინეს ბრალი. წლების განმავლობაში მცირდებოდა ბრალდებულთა რაოდენობა. ბოლოს მოხდა ისე, რომ მარტო მე დავრჩი. ყველა პირი განარიდეს სს დევნისაგან და შემოვრჩი მე, ამიტომ შემოდეს თაროზე.

როდესაც გავრილოვის საქმეზე დარწმუნდნენ რომ 10 თვე ვერ დამთავრდება, რადგან უამრავი მოწმეა დასაკითხი, ამიტომ მოიტანეს ეს საქმე და ამ სასამართლოს პირობებშიც კი სრულფასოვანი გამამტყუნებელი განაჩენიც ვერ გამომიტანეს, უბრალოდ დამაჯარიმეს და 25 000ლარი დამაკისრეს. მერე გამოაცუნცულეს პარლამენტში. ამ ცუნცულებმა ვინც დახვდნენ, იცუნცულეს, იცუნცულეს, დღეს შეცუნცულდნენ კომიტეტის სხდომაზე, დაასრულეს ის სხდომა და მერე დაამთავრეს ეგ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად