მელანია ტრამპი: მეუღლეს რჩევებს ვაძლევ, მაგრამ გადაწყვეტილებებს თავად იღებს

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა Fox News- ს განუცხადა, რომ ის მეუღლეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რჩევებს ხშირად აძლევს, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას აშშ-ის ლიდერი იღებს.

მელანია ტრამპის განცხადებით, ის საკუთარ აზრს გულახდილად გამოხატავს ხოლმე.

„მეუღლეს რჩევებს ვაძლევ და  ჩემ აზრს გულახდილად გამოვხატავ. ზოგჯერ ჩემს მოსაზრებებს უსმენს, ზოგჯერ არა “, – აღნიშნა მან. პირველმა ლედიმ ასევე დასძინა, რომ ის მეუღლის ტონს ყოველთვის არ ეთანხმება და ამერიკის პრეზიდენტს აღნიშნულის შესახებაც ეუბნება.

კონგრესის არჩევნების წინ, რომელიც 6 ნოემბერს ჩატარდა, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატები და ოპოზიცია ყველაფერს აკეთებენ, რათა აშშ-ს პრეზიდენტის დისკრედიტაცია მოახდინონ. მან ამერიკელებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი არასწორ პოზიციას და ოპოზიციურ მედიას არ ენდონ.

არჩევნების შედეგად რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში პრივილეგიები დაკარგეს, მაგრამ სენატში კონტროლის განმტკიცება მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად