მელაძე: როცა არაფორმალურ გარიგებაზე უარი ვთქვი, ხალვაშის მხრიდან ზეწოლის მეორე ტალღა დაიწყო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ განმარტავს, რომ მას რამდენიმე თვის ხელფასი ჯერ კიდევ ასაღები აქვს. როგორც მელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ყოველთვის კრიტიკულ მედიაში იმუშავებს.

“ტელევიზია და მედია, სადაც ვიმუშავებ, ხელისუფლების მიმართ ყოველთვის კრიტიკული იქნება, რადგან მე, როგორც ერთი ჟურნალისტი ვფიქრობ, რომ კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია თავად ხელისუფლებისთვის, რომელიც საშუალებას არ აძლებს ხელისუფლებას, რომ გადაიჩეხოს თავად და გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში.

ასეთი იყო “კურიერი”, რომელსაც ჩვენ, “კურიერის” გუნდი ამ ხნის განმავლობაში ვაკეთებდით. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლის მეორე ტალღა, უშუალოდ ქიბარ ხალვაშის მხრიდან, რაც მე არაფორმალურ გარიგებაზე უარი ვუთხარი, პაატა სალიამ ქიბარ ხავაშის დავალებით გადაწყვეტილება მიიღო, მან თავადაც თქვა და “გაყინა” ჩემი ხელფასი.

ამ დროისთვის ივნისის ხელფასიც მიღებული არ მაქვს, კალენდარში 2  აგვისტოა. რამდენიმე ელექტრონული შეტყობინება გავუგზავნე, როგორც პაატა სალიას, ასევე ტელევიზიის HR- განყოფილებას, ვიღებდი პასუხებს, რომ არხზე ფინანსური პრობლემები იქნებოდა, დღეს, ხვალ და ასე შემდეგ.

ორი კვირის წინ, პაატა სალიამ მითხრა, რომ კაცურად მიმეცა მისთვის ორი დღე და ამ პრობლემას მოაგვარებდა, სხვათა შორის, ვიდრე მე ამ თემას დავბრუნდებოდი, “კურიერის” გუნდს ელაპარაკა და მათაც იგივე უთხრა, თუმცა იცრუა და მას შემდეგ 10 დღე გავიდა”,-აცხადებს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...