მელაძე: ნიკა გვარამიას დაჭერით რეალობა ვერ შეიცვლება, ჟურნალისტები ასეთივე თავისუფლები დარჩებიან

ნიკა გვარამიას დაჭერით რეალობა ვერ შეიცვლება, ჟურნალისტები ასეთივე თავისუფლები დარჩებიან,-ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ მთავრ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებაში დარჩენილები არიან ადამიანები, რომლებსაც ოდნავ საღი აზრი მაინც შემორჩათ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს ზოგადად, ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისგან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება.

როდესაც ერთ კარს კეტავ იმ მოტივაციით, რომ აღარ გაჟღერდერს ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები და რეპორტაჟები, გაიხსნება სხვა კარი. ამ ჟურნალისტებმა, ვინც “მთავარზე” მუშაობენ, აჩვენეს, რომ მათ არ სურთ იმუშაონ პროსახელისუფლებო ტელევიზიაში. “რუსთავი 2”-იდან ეს ჟურნალისტები და გუნდი არავის გამოუყრია. ისინი პრიოტესტის ნიშნად წამოვიდნენ და წავიდნენ “მთავარზე”, წავიდნენ “ფორმულაზე” ან წავიდნენ სახლში იმის გამო, რომ არ სურდათ ყოფილიყვნენ ბიძინა ივანიშვილის პრეს-დამდივნოს წარმომადგენლები.

ეს ჟურნალისტები დარჩებიან ასეთივე თავისუფლები და ნიკა გვარამიას დაჭერით ეს რეალობა ვერ შეიცვლება იმიტომ, რომ ამ ჟურნალისტებს გათვითცნობიერებული აქვთ საკუთარი პროფესიული ღირსება და ცხოვრობენ იმ პრინციპით, რომ ერთი წლის შემდეგ უკან რომ გამოიხედებიან, იციან, მათი განვლილი გზა უნდა იყოს პროფესიული და არა პარტიული ერთგულება”,-აცხადებს მელაძე.

საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ტელეკომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ეხება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად