მელაძე: მრჩება განცდა, რომ ამ პროცესის მიზანია ნიკა გვარამიას დაჭერა რაც შეიძლება მალე

“ბოლო ორი დღის განმავლობაში, განვითარებული პროცესებიდან მრჩება განცდა, რომ ამ პროცესის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, რაც იქნება ძალიან ცუდი. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ თუ დაიჭერენ ნიკას, გააჩერებენ “მთავარი არხის” მაუწყებლობას. ეს ასე არ მოხდება.”

ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალსიტებს განუცხადა.

როგორც ნოდარ მელაძემ აღნიშნა, საგამოძიებო უწყებაში მას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, თუმცა, გამოკითხვა მის “რუსთავი 2”-ში მუშაობის პერიოდში გაცემულ ბონუსებს ეხებოდა.

“საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჰქონდათ კითხვები. სულ რამდენიმე კითხვა იყო, მათ შორის ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე, რომ იმ პრინციპით, ვინც რამდენი რეიტინგის აკუმლირებას ახდენდა არხისთვის”-განაცხადა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ტელეკომპანა “რუსთავი 2”-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების  მითვისებას ეხება. ასევე საუბარია ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად