მელაძე ხალვაშზე: მაღალი რეპუტაციის NGO-ებით დაკომპლექტებული საბჭოს შექმნის მოთხოვნა დესტრუქცია ყოფილა

ასე მიმართავს “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე არხის მფლობელს ქიბარ ხალვაშს.

“ახირება, კაპრიზი და დესტრუქციული ამოცანა. ამ სიტყვებით მიმართა ქიბარ ხალვაშმა გუნდს, ყველაფერი გასაგებია, საბჭოს შექმნის მოთხოვნა, სადაც მაღალი რეპუტაციის მქონე ქართული NGO-ები იქნებოდნენ, ყოფილა ახირება კაპრიზები და დესრუქცია”, – წერს ნოდარ მელაძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, ქიბარ ხალვაშის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად