მელაძე: ატირებული “კურიერის” გუნდი, მათზე უკეთეს “კურიერს” ვერასდროს გააკეთებენ

ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს.

“წლობით ნაშენები, ერთ დღეში ჩამოანგრიეს, წაგვართვეს ტელევიზია სადაც ადამიანებმა მთელი ცხოვრება ჩადეს. ატირებული კურიერის გუნდი, მათზე უკეთეს კურიერს ვერასდროს ვეღარ გააკეთებენ. თავისუფალი კურიერი უკვე ისტორიაა”, – წერს ნოდარ მელაძე.

ცნობისთვის, გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საგანგებო პრესკონფერნციაზე განაცხადა, რომ  “რუსთავი 2”-დან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ასევე გადაცემა “არჩევანის” წამყვანი გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა “ნანუკას შოუს” წამყვანი  ნანუკა ჟორჟოლიანი და გადაცემა “კვირის აქცენტების” წამყვანი  ეკა კვესიტაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით კი 21:00 საათიანი “კურიერი” პტოტესტის ნიშნად დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს.

შეგახსენებთ, დღეს “კურიერის” 12:00 საათიანი, 15:00 საათიანი და არც 18:00 საათიანი “კურიერი”  ეთერში არ გასულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...