მეხიკოში, საპრეზიდენტო რეზიდენციის შორიახლოს მომხდარ სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

მეხიკოში, უცნობმა მამაკაცმა, საპრეზიდენტო რეზიდენციის შორიახლოს სროლა დაიწყო, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი სახლის მაცხოვრებლებმა უცნობ მამაკაცს, რომელსაც საჭირო ოთახში უნდოდა და ამის გაკეთება გარეთ გადაწყვიტა, შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც მამაკაცმა იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო.

ადგილზე მისულმა პოლიციამ მას ჩაბარებისკენ მოუწოდა, მაგრამ მამაკაცმა ამაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიციამ მისი ლიკვიდირება მოახდინა.

მომხდარის შედეგად, გარდა მსროლელისა, დაიღუპა სამი ადამიანი, ხოლო დაშავებულია კიდევ ორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად