მეხიკოში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში, საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მომხდარო სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და თავად თავდამსხმელი. ქვეყნის გენერალური პროკურატურა ამოწმებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თავდამსხმელი შესაძლოა პენსიაზე გასული კაპიტანი ყოფილიყო.

ინციდენტი მიმდინარე წლის დეკემბერი, მეხიკოში მოხდა. საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მდებარე ერთ-ერთი სახლის მაცხოვრებლებმა აღნიშნეს, რომ მათ შენიშვნა მისცეს პირს, რომელიც საჭირო ოთახის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ეზოში აპირებდა. ამის შემდეგ კი, პირმა ცეცხლი გახსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მისგან პოლიციისთვის ჩაბარება მოითხოვეს, თუმცა თავდამსხმელმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო, რის შემდეგაც მისი ლიკვიდაცია მოხდა.

აქამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა ოთხი დაღუპულის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად